იტალიაში, ნეაპოლში 24 წლის ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალგაზრდა კაცმა მაღაზიიდან 4 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი, 12 შეკვრა თევზის კონსერვი, 12 შეკვრა შოკოლადი და 4 კრემის კონსერვი მოიპარა. მოპარული საკვებისა და სასმლის საერთო ღირებულება 350 ევროს შეადგენს.
იტალიური მედიის ცნობით, ქართველი ახალგაზრდა პოლიციამ დააკავა.