წარმოიდგინე, რომ საჭესთან ზიხარ, მუსიკას უსმენ და სამსახურისკენ მიდიხარ. უცბად შენი მანქანა ჩერდება და წინ აღარ მიდის. ცდილობ დაქოქვას, მაგრამ ვერაფერს ცვლი. უეცრად სასოწარკვეთა გიპყრობს. არ იცი, როგორ მოიქცე, ვის მიმართო დასახმარებლად. არც სამსახურში დაგვიანება გინდა. ასეთი სიტუაციისთვის ყველა მძღოლი მზად უნდა იყოს. უკვე გქონია მსგავსი შემთხვევა? იმისთვის, რომ შემდეგში არ დაიბნე, შენთვის რამდენიმე რჩევა გვაქვს. კრიზისული სიტუაციების მართვა არც თუ მარტივი, მაგრამ შესაძლებელია. წინასწარი მომზადების შემთხვევაში კი, ყველა უსიამოვნო სიურპრიზს წარმატებით გაართმევ თავს. პირველი, რაც ასეთ დროს უნდა მოიმოქმედო, საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა და ავტომობილის შესაბამისი ნიშნით აღჭურვაა. ამგვარად, მოახლოებულ მძღოლებს შეფერხებასთან დაკავშირებით დროულად გააფრთხილებ. ეს ნაბიჯები მნიშვნელოვანია შენი და გარშემო მყოფების კეთილდღეობისთვის. კრიზისულ სიტუაციებში ყველაზე მნიშვნელოვანი სიმშვიდის შენარჩუნებაა. წნეხის ქვეშ მოქმედება იოლი არაა, და მაინც, თუ უკვე იცი, რა ნაბიჯები უნდა გადადგა, ყველაფერი ექსცესების გარეშე, უსაფრთხოების ზომების დაცვით ჩაივლის. ცხადია, ამ ვითარებაში აუცილებლად დაგჭირდება იმ ადამიანის დახმარება, ვინც მსგავს საკითხებში გამოცდილი და პროფესიონალია. გამოიძახე ევაკუატორი და მშვიდად დაელოდე მის მოსვლას. შემდგომი ეტაპები უკვე მასთან ერთად შეგიძლია გაიარო. დღესდღეობით ევაკუაციის სერვისი მოიცავს როგორც მანქანისთვის პროფილაქტიკური დახმარების გაწევას, ისე საწვავის მიტანას. გარემოებებიდან გამომდინარე, ევაკუაციისას შენს ყველა სპეციფიკურ მოთხოვნას გაითვალისწინებენ. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის შეკეთება ადგილზევე შესაძლებელია, სულ მალე შეძლებ გზის გაგრძელებას. საჭიროების შემთხვევაში კი, ამწეთი აღჭურვილი ევაკუატორი ტრანსპორტს სერვის ცენტრში გადაიყვანს, სადაც შენი ავტომობილის შეკეთებაზე იზრუნებენ. ევაკუატორის როლი მთელ ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია. იმისთვის, რომ დახმარება სანდო წყაროსგან მიიღო, წინასწარ დაიჭირე თადარიგი და მოიძიე საიმედო საევაკუაციო სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია. საჭირო დროს, სწორედ მას დაუკავშირდები. ამგვარად დაზოგავ დროსაც და გადაწყვეტილებას ნაჩქარევად არ მიიღებ. სწორ კომუნიკაციას ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეცადე, ოპერატორს ყოველივე მაქსიმალურად მშვიდად და გარკვევით აუხსნა. დარეკვამდე წინასწარ გაარკვიე ზუსტი მისამართი, სადაც გინდა, რომ მოგაკითხონ. ასე დახმარება შენამდე მარტივად მოვა და ლოკაციის ძიებაზე დრო ამაოდ არ დაიკარგება. ევაკუატორის გამოძახებამდე ზუსტად გაარკვიე, რა გზით ხდება ანგარიშსწორება. დარწმუნდი, რომ სერვისის ღირებულება შენთვის მისაღები ფასის ფარგლებშია. სანამ მანქანას დანიშნულების ადგილას გადაიყვანენ, მოაგროვე ყველა ნივთი, რომელიც შიგნით გიდევს და ერთად მოუყარე თავი. გაარკვიე ზუსტი ადგილმდებარეობა, სადაც ავტომობილი უნდა მიიყვანონ. ჩაიწერე კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია. გაითვალისწინე, რომ დიაგნოსტიკის შემდეგ დაზიანების სიმძიმის მიხედვით, შესაძლოა მანქანის პროფილაქტიკაში გადაყვანა მოგიწიოს. გაუთვალისწინებელი ავტოსაგზაო შემთხვევები იშვიათობა არაა. საბედნიეროდ, დღეს იძულებული არ ხარ ამ ტიპის პრობლემებს მარტო გაუმკლავდე. მთავარია, არ დაიბნე და გახსოვდეს, რომ პროფესიონალთა ჯგუფი მუდმივად მზადაა შენს დასახმარებლად. მიიღე უსაფრთხოების პირველადი ზომები, გამოიძახე ევაკუატორი და მშვიდად დაელოდე მის მოსვლას. ევაკუირების გამოცდილი გუნდი ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარება.როგორ უნდა მოიქცე გაუთვალისწინებელი ავტოსაგზაო შემთხვევების დროს
პირველადი უსაფრთხოების ზომები
როგორ უნდა მართო სიტუაცია
რა ეტაპებს მოიცავს მანქანის ევაკუაცია
ვის უნდა მიმართო
როგორ უნდა შედგეს სწორი კომუნიკაცია
ხარჯები
ევაკუაციის შემდგომი ნაბიჯები
შეჯამება