რუსთავში რამდნეიმე მისამართზე წყლის მიწოდება იზღუდება

2023-11-02 14:45:03

კომპანია "რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავში, აფხაზეთის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან  დაკავშირებით, 3 ნოემბერს 14:00 საათიდან 4 ნოემბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

7, 7ა, 8, 14, 15, 20, 21-ე მიკრორაიონებს, ჟ. შარტავას გამზირს, ტაშკენტის , ლეონიძის, მესხიშვილის (გასასვლელებით), თოდრიის (ჩიხებით), კლდიაშვილის  ლუწებს, ლესელიძის N 28, 30, 32, ლესელიძის ჩიხს და მეგობრობის გამზირის N 31, 33, 35, 37, 39, 41, 43, 45, 47.