საახალწლო დეკორაცია გაძარცვეს (ფოტოები)

2016-12-11 17:51:15

ლეონიძის სკვერში საახალწლო განათების დეკორაცია მოიპარეს. ფაქტის შესახებ „ინფო რუსთავს“ გვერდის მკითხველმა შეატყობინა. საახალწლო დეკორაცია გუშინ ღამით მოიპარეს და დღეს დილით, ნათურების გარეშე ადგილზე დააბრუნეს. „ინფო რუსთავი“ უზრუნველყოფის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მომდევნო ორი დღე ქალაქის მასშტაბით შემოვლას განახორციელებენ და ამის შემდეგ გაარკვევენ ფაქტისგან გამოწვეული ზარალის ოდენობას.