მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ვცდილობთ.