ავარია მეგობრობისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე (ფოტოები).
2016-12-11 16:30:27
დაახლოებით 15:00 საათზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მეგობრობისა და ფალიაშვლის ქუჩების კვეთაზე. ერთმანეთს „ტოიოტასა“ და მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავტოავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.