რუსთავში კაცმა 3 ქალი დააყაჩაღა

2023-10-09 00:22:07

ყაჩაღობის ფაქტი რუსთავში.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ბათუმის ქუჩაზე, კაცი ნიღბით, ერთერთ ბინაში შეიპარა სადაც 3 ქალი დახვდა. კაცმა დანისა და ელექტრო შოკის მუქარით ბინის მაცხოვრებლებს 100 ლარამდე თანხა, ლეპტოპი და მობილური ტელეფონები წაართვა როს შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.

ფაქტის შესახებ აცნობეს პოლიციას. ჩატარებული ოპერატიული სამძებრო სამუშაოების შედეგად სამართალდამცავებმა 40 წლამდე კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით ბრალდებულს თან აღმოაჩნდა ის ნივთები რომელიც ბინიდან გაიტაცა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.