ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ბოლო წლების ყველაზე დიდი შეტევა განახორციელა.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა სარაკეტო თავდასხმების პარალელურად ისრაელის საზღვარი გადაკვეთეს, რაც, ფაქტობრივად, უპრეცენდენტოს ხდის ამჟამინდელ შეტევას, თავისი მასშტაბებით.
მედიის ცნობით, თავდასხმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დილის 06:30 საათისთვის დაიწყო.
გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ჰამასის ალ-კასამის ბრიგადები ისრაელის სამხრეთში მდებარე ქალაქებში არიან შეჭრილი. გავრცელდა დახოცილი მოქალაქეებისა და ისრაელის ჯარისკაცების ფოტოები. ცნობების მიხედვით, ტერორისტები ცეცხლს განურჩევლად ხსნიან. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს თუ როგორ ესვრიან სამოქალაქო ავტომობილს. რამდენიმე ფოტოში ჩანან ავტობუსის გაჩერებასთან დახოცილი მოქალაქეებიც. კადრების დამოუკიდებლად გადამოწმება ამ დრომდე შეუძლებელია.
სამხრეთ და ცენტრალურ ისრაელში, მათ შორის იერუსალიმში გამაფრთხილებელი სირენები ჩაირთო, პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ კი უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების საგანგებო შეხვედრა მოიწვია.
Video showing Al Qassam Elite Forces operating inside Israeli territories in Gaza Buffer Zone, southern Israel. pic.twitter.com/failAnynPq