რუსთავში მამაკაცმა ქუჩაში ქალს სცემა

2023-09-03 00:01:21

რუსთავში მამაკაცმა ქუჩაში ქალს სცემა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შარტავას გამზირზე 30 წლამდე მამაკაცმა, 35 წლამდე ქალს შორის შელაპარაკებას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით კაცი ქუჩაში ქალს მიუახლოვდა და ხელით შეეხო, რასაც ქალის გაღიზიანება და პროტესტი მოჰყვა. კამათის შემდეგ მამაკაცმა ქალს სცემა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

ადგილზე მალევე გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს და მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.

კაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.