გამოფენა რუსთავის სამხატვრო სკოლაში

2023-09-13 23:50:28

რუსთავის ნიკო ფიროსმანის სამხატვრო სკოლაში გამოფენა მოეწყო.

სკოლის სივრცეში მოსწავლეების, 17 წლის ნინო კაპანაძისა და 14 წლის გიორგი გველესიანის ნამუშევრები გამოეფინა.

ახალგაზრდებმა მიწვეულ სტუმრებს სხვადასხვა თემატიკის 30-მდე ნამუშევარი წარუდგინეს.

"წარმოდგენილია ჩემი 17 ნამუშევარი. ძირითადად ნამუშევრები მაქვს არარეალისტური, მაგრამ მთლად აბსტრაქციაც არ არის. ვფიქრობ, რომ რაღაც საფიქრალი და თან მინიშნებები უნდა დავუტოვო ადამიანს, რომ დაინახავს ნახატს", - უთხრა "ინფო რუსთავს" ნინო კაპანაძემ.

"ვხატავ აბსტრაქციაში. აქ წარმოდგენილია ჩემი 15 ნამუშევარი. ამ ნახატებით მინდოდა გადმომეცა ის, რასაც ვგრძნობ და ჩემი თვალით დანახული სამყარო მეჩვენებინა თქვენთვის", - უთხრა "ინფო რუსთავს" გიორგი გველესიანმა.