რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, შოთა რუსთაველის ძეგლის წინ განადგურებულია კათედრა, რომელზეც "ვეფხისტყაოსნის" პატარა ძეგლი იყო განთავსებული, თვითონ წიგნის სკულპტურული ფიგურა, კი მოპარულია.
აღნიშნულ ფაქტს ქალაქის მერი გამოეხმაურა. "დღეს რუსთავი ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. მერიის გუნდი, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ქალაქი, ახალი განვითარების ეტაპზე გადავიყვანოთ. ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაწყებული და უკვე დასრულებულის დაზიანება, რუსთავის განვითარებას შეუძლებელს გახდის.
თუ ასეთი ფაქტების წინააღმდეგ არ გავერთიანდებით, ქალაქის განვითარება არ გამოგვივა. მოგმართავთ თხოვნით, ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს", - ნინო ლაცაბიძე.