მამამ შვილი მოკლა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამამ შვილს რამდენიმე ტყვია ესროლა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 11 პრიმა 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვას გულისხმობს. ბრალდებული უკვე დაკავებულია.
წყარო: “მთავარი არხი”