თბილისში, ავჭალის ტერიტორიაზე, მტკვარში მეორე დღეა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მდინარეში ბავშვს ეძებენ.
აღნიშნული ინფორმაცია "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.