შუა გამყოფი ზოლის რეაბილიტაცია სრულდება.

2016-12-10 17:58:24

ქალაქის ცენტრალური გზის შუა გამყოფ ზოლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში უკვე განხორციელდა ძველი კონსტრუქციების დემონტაჟი. შუა გამყოფი ზოლის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 187 000  გამოიყო. სამუშაოების დასრულება მიმდინარე თვის ბოლოს  იგეგმება.