ხანძარი რუსთავში, ერთერთ კვების ობიექტში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, კოსტავას გამზირზე არსებულ ერთერთ კვების ობიქეტში ცეცხლი გაჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით ცეცხლი ე.წ. "ფრის" დამამზადებელ აპარატს წაეკიდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.