2 და 3 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 4 სექტემბრის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 2 სექტემბერს +34 გრადუსი, 3 სექტემბერს +29 გრადუსი და მოსალოდნელია წვიმა, ელჭექა.