რუსთავში 2 თვის წინ TELE2 -ს მიერ გადაღებული სარეკლამო რგოლი მზად არის. მობილური ინტერნეტის რეკლამის გადაღებისთვის საჭირო იყო მასიური სცენები. ეპიზოდურ როლში რამდენიმე ათეული ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ვიდეო რგოლის გადაღებები კოსტავას გამზირზე მიმდინარეობდა. პროცესი განახლებულ კოსტავას ქუჩაზე ერთი დღის მანძილზე გაგრძელდა, ვიდეოში რეალური კადრების გარდა გამოყენებულია გრაფიკული ხედები. ნახეთ ვიდეო და შეაფასეთ.