რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2023-08-23 00:43:56

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 აგვისტოს 02:00 საათიდან 02:30 საათამდე ელექტროენერგია შუწყდება აბონენტებს რუსთავში:

თოდრიას, კლდიაშვილის, შევჩენკოს, 9 ძმა ხერხეულიძის, მარჯანიშვილის, ლესელიძის, დადიანის, კიკვიძის, სანაპიროს, ბესიკის, თავგორაშვილის, ქუჩიშვილის, გურამიშვილის, სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-დან 11:15 საათამდე და 15:00 საათიდან 15:15 საათამდე - აბონენტებს რუსთავში დავით გარეჯის, ბალანჩივაძის, რუსთაველის, ნიკოლაძის, მაიაკოვსკის, სარაჯიშვილის, კონსტიტუციის, არაყიშვილის, რუსთაველის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.