"ირღვევა მოსახლეობის უსაფრთხოების ნორმები და სატრანსპორტო მიმართულებები"

2023-08-15 16:39:26

"ცხელი ზაფხულის ფონზე, კიდევ უფრო მეტად აქტუალური ხდება პრობლემები, რასაც რუსთავის სხვადასხვა უბანში არსებული გარე ვაჭრობები ქმნის ქალაქში,  ანტისანიტარიის და სურსათის უვნებლობის კუთხით.

მოსახლეობის უსაფრთხოების ნორმები ირღვევა  სატრანსპორტო მიმართულებითაც, რადგან თითქმის სამანქანო გზაზე განლაგებული დახლები, ხელს უშლის ავტომანქანების ნორმალურ მოძრაობას და ხშირ შემთხვევაში, საავარიო სიტუაციის  მაპროვოცირებელიც არის.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას უკვე არაერთხელ მიმართა მოსახლეობამ პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, მერიაში შემოსულია აგრარულ ბაზარში დასაქმებული ადამიანების ერთობლივი განცხადებაც, სადაც ისინი სრულიად სამართლიანად  ითხოვენ მუნიციპალიტეტისგან ადექვატურ  რეაგირებას.

ქალაქის იერ-სახის გაუმჯობესების, შექმნილი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით და მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია მიიღოს   კანონის შესაბამისი და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ზომები.
რუსთავის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელბმა,  უკვე არაერთხელ გააფრთხილეს გარე მოვაჭრეები და საკუთარი საქმიანობის გაგრძელება, ვაჭრობისთვის  კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე შესთავაზეს.

რუსთავის მერია თხოვნით მიმართავს გარე მოვაჭრეებს გაითვალისწინონ ქალაქის და მოსახლეობის ინტერესები და საქმიანობა გააგრძელონ ბაზრის ტერიტორიაზე."