ჰავაის გუბერნატორის, ჯოშ გრინის განცხადებით, სამაშველო ბრიგადებმა ტყის ხანძრის შედეგად დამწვარი სახლებისა და ავტომობილების შემოწმება დაიწყეს.
მისივე თქმით, დიდი ალბათობით, ოპერაციის შედეგად დღე-ღამეში მაშველები კიდევ ტყის ხანძრის შედეგად 10-დან 20-მდე დაღუპულს მიაგნებენ.
"ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 96-მდე გაიზარდა, რაც ბოლო ასწლეულის მანძილზე ყველაზე მომაკვდინებელი მაჩვენებელია", - განაცხადა გუბერნატორმა.
მისივე თქმით, ქალაქი ლაჰაინა თითქმის სრულიად არის განადგურებული და დაღუპულთა სრული ოდენობის დადგენას მინიმუმ 10 დღე დასჭირდება.
ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 200 შენობა-ნაგებობა განადგურდა და ზარალი 6 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.