ერევანი-გიუმრის გზატკეცილზე ავტოავარიის შედეგად 11 ადამიანი დაუღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია news.am ავრცელებს.
მათი ცნობით, ერთმანეთს Volkswagen-ის მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი ЗИЛ-ის მარკის სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რა დროსაც 10 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. 6 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელთა შორის ერთი გარდაიცვალა.
მძიმეა ავარიის დროს დაშავებული 5 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.