რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება იზღუდება

2023-08-08 19:11:31

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის XX მიკრო რ-ნი, N15-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით ხვალ, 9 აგვისტოს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

მე-20 მ/რნ-ის N 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20-ს

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.