რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2023-08-08 19:02:29

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 აგვისტოს 11:00 საათიდან 19:00 საათამდე ელექტროენერგია შუწყდება აბონენტებს რუსთავში:

მშენებელთა, მშვიდობის, მარის არხის III, II და I დას, დავით გარეჯის, რუსთავი/მარის არხის II დას, გაგარინის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.