როდის აღდგება წყლის მიწოდება

2023-08-08 11:13:45

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის მშვიდობის ქ. მიმდებარე ტერიტორიაზე  მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 8 აგვისტოს 10:30 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

გ.ჯავახიშვილის, გრანელის, ჩეხოვის, ჩაპაევის, ბარნოვის, სამგორის, გიორგაძის და მშვიდობის ქუჩებს.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.