რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს.
რუსთავის მერიის და რუსთაველების სახელით, მთელი გულით ვუსამძიმრებთ შოვის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელ საქართველოს!
დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას ჩვენი ორი თანამოქალაქე შეეწირა.
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და მზად ვართ, გავუწიოთ ყველა ის დახმარება, რაც შექმნილ სიტუაციაში არის შესაძლებელი.
კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ ყველას.