სად იზღუდება წყლის მიწოდება

2023-08-05 18:01:35

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის  რჩეულიშვილის ქ. 10 ბ-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 5 აგვისტოს 17:45 საათიდან 22:00 საათამდე  წყალმომარაგება შეუწყდება: 

რჩეულიშვილის, კახეთის, გ. ჯავახიშვილის, ტოლსტოის, სამშვილდის, ნეკრასოვის, გოგოლის, ბერიტაშვილის, მცხეთის, სამგორის, მაზნიაშვილის ქუჩებს.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.