რუსთავში, ვაჟა-ფშაველას მე-2 გასასვლელის N4 საცხოვრებელ სახლს გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდება.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად რუსთავის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან კორპუსის გასამაგრებლად 769 475 ლარი გამოიყო.
გამაგრების სამუშაოებისთვის ტენდერებია გამოცხადებული ქაშაკაშვილის ქუჩის N8 და N10 საცხოვრებელ სახლებისთვისაც.