რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება იზღუდება

2023-08-03 00:37:35

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის დავით გარეჯის ქ. N4-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით 3 აგვისტოს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

დ. გარეჯის ქ N 4, 6 და კონსტიტუციის ქ. N 63.

სამუშაოებთან დაკავშირებით 3 აგვისტოს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

კლდიაშვილის ქ N 17 და 19.

“რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.