რუსთავში, ახალგაზრდობის პარკში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, "მუსიკალური საღამო" გაიმართება.
პარკში 19:00 საათიდან ბავშვთა გასართობი ღონისძიებები დაიწყო, ხოლო კონცერტი 20:00 საათიდან გაიმართება.
"მუსიკალურ საღამოში" მონაწილეობას ნუკრი კაპანაძე, მაია ჯაბუა, მანანა თოდაძე, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნათია პერანიძე, დათუნა სირბილაძე, ლიკა დოლიძე, ანსამბლი "ჰერიო", ანსამბლი "ქართული ხმები", ჯგუფი "ლაიქ ბენდი" და ნინო გულიაშვილი მიიღებენ.
ადგილზე მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მოწყობილია სხვადასხვა გასართობი პავილიონი.