როდის აღდგება წყლის მიწოდება

2023-07-26 13:38:39

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის XXI მიკრო რ-ნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 26 ივლისს, 12:30 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

შარტავას N23ა, 23ბ, 23გ-ს.

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის მარის არხის ქ. II დას. N27-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 26 ივლისს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

მარის არხის დასახლებას სრულად.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.