რუსთავში მოდებაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს “ტესლას” მარკის ავტომობილი და რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსი შეეჯახა.
როგორც მიკროავტობუსის მძღოლმა განგვიცხადა, გზაზე ავტომობილს აბრუნებდა, რა დროსაც მაღალი სიჩქარით მოძრავი “ტესლა” შეეჯახა. მისი თქმით, შემთხვევის დროს მგზავრები არ გადაყავდა.
“ტესლას” მძღოლმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
შემთხვევის დროს მცირე დაზიანება მიიღო ორივე ავტომობილის მძღოლმა. მათ პირველადი სამედიცინო დახმარება სააწრაფოს მედიკოსებმა ადგილზევე გაუწიეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.