რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება იზღუდება

2023-07-23 12:23:19

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის შემოსასვლელი (სასტუმრო სელიკას) მდებარედ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 23 ივლისს, 12:30 საათიდან 17:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

გ.დოლიძის, გ.ჩოხელის გასასვლელებით და გონაშვილის ქუჩებს.    

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.