ქმარმა ცოლი მოკლა

2023-07-10 19:35:45

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, 80 წლის ქმარმა 70 წლამდე მეუღლე, სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.

ქალი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 მუხლით მიმდინარეობს.