“მოხდა ფესტივალის ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია”

2023-07-08 15:29:20

ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თბილისი პრაიდის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა ჩატარდეს, დაძაბულობაა.
ლგბტ თემის წინააღმდეგ განწყობილმა რადიკალურმა დაჯგუფებებმა საფესტივალო სივრცესთან არსებული პოლიციის კორდონები გაარღვიეს. დაკავებულია რამდენიმე პირი.
Tbilisi Pride-ის თანადირექტორი, მარიამ კვარაცხელია, ფეისბუქ გვერდზე, მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე აღარ მივიდნენ.
"მოხდა ფესტივალის ტერიტორიიდან ევაკუაცია. არავინ დაშავებულა", - წერს ის ფეისბუქზე.
ამ წუთებში, "ალტ ინფოსა" და სხვა კონსერვატიული დაჯგუფებების შეკავებას სპეციალური დანიშნულების რაზმი ცდილობს.