ენმ-ის წევრებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

2023-07-06 15:09:39

საგარეჯოში, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები პენსიონერებს ხვდებიან, ხმაურია.

კერძოდ, ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, პარტიის წევრების მიმართულებით ქვებს ისვრიან. მისივე თქმით, მათზე თავდასხმა "ქართული ოცნების" ორგანიზებულია.

"ეს არის სუს-ის, "ქართული ოცნების", რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მიერ ორგანიზებული თავდასხმა ოპოზიციონერებზე, ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ქვებს ისვრიან", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.