შვილმა მამა მოკლა

2023-07-05 00:05:59

სიღნაღის მუნიციპალუტეტის სოფელ ანაგში შვილმა მამა მოკლა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება  უძღოდა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა შუახნის მამას სასიკვდილო ჭრილობები  სხეულის სხვადასხვა არეში,  ცივი  იარაღით მიაყენა.

როგორ “ინფო რუსთავი” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 მუხლით დაიწყო.

ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.