რუსთავში, მტკვარში მოზარდს ეძებენ.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XIX მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში მოზარდები საბანაოდ შევიდნენ. არსებული ინფორმაციით, საღამოს 6 საათისკენ ერთერთი ბიჭი მდინარეში გაუჩინარდა.
ადგილზე მობილიზებულები არის სამაშველო სამსახურისა და სამართალდამცავების რამდენიმე რამდენიმე ეკიპაჟი.
სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
დამატებით დეტალებს "ინფო რუსთავი" მოგვიანებით გაავრცელებს.