იტალიაში, რომში 2 ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქართველი კაცები საცხოვრებელ სახლში შეჭრას, ძარცვის მიზნით, აივნიდან ცდილობდნენ. მამაკაცები მეზობელმა შეამჩნია და სამართალდამცავებს შეატყობინა.
ქართველების დაკავება ადგილზევე მოხდა.