რატომაა რუსთავი-ფონიჭალის ავტობანზე ხიდი გადაკეტილი [photo]

2023-05-16 14:33:59

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე, კერძოდ კი რუსთავი-ფონიჭალის მონაკვეთზე 3 დღეა ხიდი გადაკეტილია, რის გამოც ავტობანზე ხიდის მიმდებარედ ალტერნატიული გზით გადაადგილდებიან.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მოქალაქეები დაუკავშირდნენ და სთხოვეს, რომ აღნიშნული თემით დაინტერესებულიყო.

"ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა. ხიდის გადაკეტვის მიზეზი, სავარაუდოდ, სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

მიმდინარეობს ხიდის გადაბმის ადგილების განახლება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები