წყალტუბო-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქ. ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. სამწუხაროდ დაშავებულთა შორის 2 ქალი გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
ფოტო: მეგა TV