"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და "რუსთავის წყალი" დავალიანების მქონე აბონენტებს 2015 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული წყლის საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდის დავალიანების მეორე ნახევარს ავტომატურად ჩამოაჭრის. აქცია 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. აბონენტები მარტივად, ოფისში მისვლის გარეშე სარგებლობენ ხელსაყრელი პირობებით. დავალიანების 50%-ის დასაფარად, მომხმარებელი რეკავს ცხელ ხაზზე - 2 93 11 11 (თბილისი) და 22 00 11 (რუსთავი), ან სარგებლობს კომპანიის ფეისბუქით და ვებგვერდზე არსებული ონლაინ ჩათით. ოპერატორი მომხმარებელს აბონენტის ნომრის მიხედვით ეხმარება დავალიანების ოდენობის დაზუსტებასა და დავალიანების ჩამოწერაში. სურვილის შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ კომპანიის სერვისცენტრის მისამართსზე რუსთავში: შარტავას ქ. N4. მომხმარებლები აქტიურად ერთვებიან აქციაში და აღნიშნავენ, რომ მათ აქვთ საუკეთესო შესაძლებლობა დავალიანების სრულად დასაფარად. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წამახალისებელი აქციის შედეგად, აბონენტებზე დარიცხული დავალიანება მკვეთრად შემცირდება.