პოლონეთში 40 წლის ქართველი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეს 70 მაღაზიის ქურდობა ედება ბრალად.
ქართველი პოლონეთის მასშტაბით სხვადასხვა მაღაზიიდან ძირითადად თამბაქოს, საკვებს, საპარსებს, სადენებსა და სათამაშოებს იპარავდა.
40 წლის კაცს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.