საქართველოში მამაკაცის ყველაზე პოპულარული სახელი ისევდაისევ გიორგია. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
სამეული ასე გამოიყურება:
1. გიორგი - 193 337;
2. დავით - 68 065;
3. ალექსანდრე - 45 549;
მომდევნო ადგილებს იკავებენ შემდეგი სახელები: ლუკა, ნიკოლოზი, ირაკლი, ზურაბ, საბა, ლევან.