აშშ-ის სამხრეთ და შუა დასავლეთის შტატებში ტორნადოს სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ცნობით, განადგურდა სახლები, ათასობით ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ოჰაიო ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული შტატია, სადაც დაახლოებით 200 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
როგორც BBC-ი წერს, ქვეყანაში 31 მარტიდან 80-ზე მეტი ტორნადო დაფიქსირდა.