სასტუმრო "ამბასადორი" შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"დღეს, 31 მარტს, დაახლოებით 18:10-ზე სასტუმრო ამბასადორი თბილისის ერთ-ერთ ფლიგელში ხანძარი გაჩნდა. სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ მოახდინა პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია.
ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება მუშაობს. მეხანძრე-მაშველების ძალისხმევით ხანძარი ლოკალიზებულია", - აღნიშნულია განცხადებაში.