2022 წელს, რეგისტრირებულია 26 048 ქორწინება, რაც 12.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.4 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 31.9 წელს.
ქვემო ქართლის რეგიონში გასულ წელს 3 030 ქორწინება დაფიქსირდა.
რაც შეეხება განქორწინებას:
2022 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 14 098 ერთეული შეადგინა, რაც 32.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ქვემო ქართლის რეგიონში გასულ წელს - 1 003 წყვილი განქორწინდა.