ჩოხატაურში, ოჯახი და პოლიცია მეორე დღეა შუახნის მამაკაცს ეძებს.
არსებული ინფორმაციით, ბოლოს ის სოფელ შუა განახლებაში იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი იკარგება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.