საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწავლო სატრენინგო ცენტრი, პარამედიკოსთა მომზადების უფასო კურსზე მიღებას აცხადებს.
ინფორმაციას სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწავლო სატრენინგო ცენტრი ავრცელებს.
"პროგრამით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც უკვე დამთავრებული აქვს სამედიცინო უნივერსიტეტი (ფაკულტეტები: მედიცინა, სამკურნალო, პედიატრია).
კურსის ხანგრძლივობაა 4 თვე, აქედან თეორიული ნაწილია 1, 5 თვე, ხოლო პრაქტიკულ ნაწილია 2, 5 თვე.
გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის მოსამზადებელი სპეციალური კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში პარამედიკოსები სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფილიალებში დასაქმდებიან მინიმუმ 3 წლის ვადით.
პარამედიკოსის სახელფასო ანაზღაურება 24 სთ - 249 ლარი, თვეში - 1989 ლარი ( 8 მორიგეობა) შეადგენს.
პროგრამაში ჩართვის მსურველები განაცხადის შესავსებად უნდა მიბრძანდნენ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის კანცელარიაში.
მისამართი : წერეთლის N121. ტელ 591 123 123
რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტებია: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა № IV-100/ა) დედანი ავტომანქანის
მართვის მოწმობის ასლი (სავალდებულო არ არის)
საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სამედიცინო
საგანმანათლებლო დაწესებულების
სამკურნალო/მედიცინის ფაკულტეტის დამთავრების დამადასტურებელი
დოკუმენტის/დიპლომის ასლი
პირადობის მოწმობის ასლი;
რეზიუმე (CV)
ორი ფოტოსურათი (3/4)
ნასამართლობის შესახებ ცნობა (დედანი).
კურსის თეორიული ნაწილი ჩატარდება სასწავლო სატრენინგო ცენტრში.
მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი."