„სურსათის ეროვნული სააგენტო“ მოსახლეობას ურჩევს, რომ დაკვლამდე 10 დღით ადრე ინდაურმა და ქათამმა ფაროსანა არ ჭამოს. სააგენტოს ინფორმაციით შემთხვევა რომ
ფაროსანას ჭამის შემდეგ სპეციფიური სუნი ჰქონოდა დაკლული ინდაურის ან ქათმის ხორცს, არ ყოფილა, თუმცა რაიმე მითქმა-მოთქმა რომ არ გამოიწვიოს საკითხმა, ფრინველის დაკვლამდე რამდენიმე დღით ადრე სასურველია, მათ არ ჭამონ ფაროსანა.
თემა მას შემდეგ გახდა აქტუაური, რაც ინტერნეტ სივცეში ვიდეო გავრცელდა. ვიდეოში ასახულია როგორ ჭამს ინდაური ფაროსანას. მოსახლეობის თქმით ფრინველის ხორცს სპეციფიური სუნი აქვს, რასაც სწორედ ფაროსანას ჭამას უკავშირებენ.