პოლონეთში, ქალაქ ლეზნოვოლაში 33 წლის ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით ახალგაზრდა მამაკაცმა, გაზგასამართ სადგურზე ავტომობილიდან ზურგჩანთა მოიპარა, რომელშიც 500 000 ზლოტი იყო.
სათვალთვალო კამერების დახმარებით პოლონელმა სამართალდამცავებმა ქართველ კაცს მიაგნეს და დააკავეს.
ახლა მას 3 თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.